Sunday, June 19, 2016

მეცხრე  დღე  იყო  ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ  ბლოგების შექმნა და ბლოგებზე საქაღალდის მიბმა აგრეთვე გავიმეორეთ და შევაჯამეთ მთლიანად ამ ტრენინგზე გავლილი მასალა.  ეს ტრენინგი საერთო ჯამში იყო ნაყოფიერი ამტრენინგზე  ვისწავლეთ  პროექტის დაგეგმვა, ანიმაციების გაკეთება, ვისწავლეთ ფავერფოიტში ვმუშაობა. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნა  ციხელაშვილს.

Saturday, June 18, 2016

მერვე დღე
დავწერეთ ჩვენი პროექტის პროცედურები. გავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი. დრაივში შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე და ჩავაწყვეთ შესაბამისი ფაილები.

Saturday, May 28, 2016

მეექვსე  დღე
ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე. განვასხვავეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. სახელმძღვანელოში განვიხილეთ მოდული2 აქტივობა3.შეფასების ხუთისტრატეგია. განვიხილეთ თითოეული  სტრატეგია. შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. გეგმის შაბლონში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

Sunday, May 15, 2016

ტრენინგის  მეხუთე  დღე
ტრენინგის  მეხუთე  დღეს  ვისაუბრეთ  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო კითხვებზე,  თუ  როგორია  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები.
დავწერეთ  კითხვები  ჩვენი  პროექტისათვის  განვიხილეთ  და  დავხვეწეთ  ჯგუფში,  შევიტანეთ  ღრუბლებში  ჩვენ  გეგმაში.  გავეცანით  საავტორო  უფლებებს.

Saturday, May 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე
ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის გაკეთებას. განვიხილეთ პრეზენტაციის  ჩეკლისტი.გადავაკეთეთ და მოვარგეთ ჩეკლისტი ჩვენს ნაშრომს.ვისწავლეთ სურათების ჩასმა. ანიმაციების გაკეთება/

Monday, May 9, 2016

ტრენინგის მესამე დღე
მოვძებნეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები, ვილაპარაკეთ სტანდარტების მნისშ ასევე ვისაუბრეთ მიზნებზე. განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები.დავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტებისათვის განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმის შაბლონში,გავეცანით  drive.google.com  ელექტრონული ღრუბლების სერვისს და ავტვირთეთ ჩვენი პროექტის გეგმა.

Sunday, May 8, 2016

ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო,განვიხილეთ პროექტის დაგეგმვის ეტაპები.შევქმენით საქაღალდეები. განიხილეთ სხვადასხვა საპროექტო იდეები. განსაკუთრებით მომეწონა საპროექტო იდეების განხილვა.